მედია – აშშ უკრაინას 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

0
215

ოთხშაბათს აშშ უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პაკეტში შევა რაკეტები Patriot საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის, რაკეტები HIMARS სისტემებისთვის, სატანკო საბრძოლო მასალა, და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. პაკეტში ასევე შევა Zuni საავიაციო რაკეტები, AIM-7 კლასის რაკეტები რადიოლოკაციური სამიზნეებით. ასევე საუბარია საჰაერო თავდაცვის Avenger სისტემებზე და Stinger საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე.

2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან აშშ-ის მხრიდან კიევისთვის ეს სამხედრო დახმარების 39-მე პაკეტი იქნება.

წინა სტატიაპრიგოჟინი გაბრაზებულია: “какого х*я вы допускаете прилеты БПЛА по Москве?!»
შემდეგი სტატია,,ეს ქვეყანა შენია,, საინტერესო სტუმრებთან ერთად. გადაცემა IV
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური