ღარიბაშვილის განცხადებები გათვლილი იყო და ემსახურებოდა მხოლოდ 1 ადამიანის ინტერესებს – ლექსმანი პაპუაშვილს

0
185

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბრატისლავაში ღარიბაშვილის განცხადებებმა მცდარი, ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია.

ლექსმანის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა, ის განზრახული იყო და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს.

“პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებული არ ყოფილა. ის იყო გათვლილი, ცინიკური და ემსახურებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებს, ამავდროულად ძირს უთხრიდა ქართველი ხალხის ინტერესებს.

რა კუთხით შეაქვს ამას წვლილი საქართველოს დახმარებაში 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე წინსვლაში?”, – წერს ლექსმანი.

გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა მორიგი ანტიდასავლური და პრორუსული განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილის განცხადებებს პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც პაპუაშვილმა Twitter-ზე ვრცელი განცხადება გაავრცელა. პაპუაშვილი ამტკიცებდა, რომ ღარიბაშვილის განცხადებები დამახინჯებულად და ინტერპრეტირებულად გავრცელდა. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთს აკრიტიკებდა და წერდა, რომ “უფლება აქვთ ეჭვქვეშ დააყენონ ზოგიერთი მეგობრის კრიტიკა და დამოკიდებულება, რადგან საქართველოს მიმართ ბევრჯერ უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობა ჰქონდათ”.

განცხადებაში პაპუაშვილი კანდიდატის სტატუსის არმიღებაზე პასუხისმგებლობას ისევ დასავლეთს აკისრებდა და წერდა, რომ “საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, შევიდეს ნატოსა და ევროკავშირში, ჩვენ არასოდეს ვიღებთ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან”.

წინა სტატია,,ეს ქვეყანა შენია,, საინტერესო სტუმრებთან ერთად. გადაცემა IV
შემდეგი სტატიაფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური