ევროპარლამენტარები ფოტოაციით ზურაბიშვილს გვარამიასა და სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

0
207

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა. ფორმატი აღარ ითვალისწინებს მიმართვის შემდეგ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გამოსვლებს. იმისთვის, რომ ევროპელმა დეპუტატებმა ზურაბიშვილს თავისი სათქმელი უთხრან, “მთავარი არხის” ინფორმაციით, სხდომათა დარბაზთან ფოტო აქცია დაგეგმეს სახელწოდებით – ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი.

ევროპელი დეპუტატები პოლიტიკური პატიმრების შეწყალებას ითხოვენ.

“მოლოდინები ევროპარლამენტს დიდი ხანია აქვს საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომ მან ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თავისი მანდატის შესაბამისი. და სწორედ ის ფაქტი, რომ დღეს უკვე დაანონსდა გარკვეული დეპუტატების მიერ აქცია პლენარულის გარეთ, სადაც ისინი ფოტო-აქციას გამართავენ, რომ მოუწოდონ საქართველოს პრეზიდენტს, გაათავისუფლოს სააკაშვილი და გვარამია, როგორც პოლიტიკური პატიმრები, ესეც ნათლად მიუთითებს, რომ რადგან ისინი ვერ იდებატებენ საქართველოს პრეზიდენტთან, ვერ ეტყვიან საკუთარ გზავნილებს ამ დებატების დროს, რომელიც არ არსებობს, მათ მოიფიქრეს ეს გზა, რომ დაანახონ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მათ აქვთ კონკრეტული მოთხოვნები და ელოდებიან ქმედით ნაბიჯებს”, – ამბობს თამარ გუგულაშვილი, ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” საპარლამენტო მრჩეველი.

წინა სტატიაფადი ასლის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიარუსეთს მოსწონდა წინა ხელისუფლება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აქვს ნული პროგრესი – კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური