მთავარისიახლეებიმსოფლიოკიევი ისევ მასობრივი საჰაერო შეტევის სამიზნეა, ზოგ უბანში ხანძარია, მუშაობს ჰსთ სისტემები

კიევი ისევ მასობრივი საჰაერო შეტევის სამიზნეა, ზოგ უბანში ხანძარია, მუშაობს ჰსთ სისტემები

Published on

კიევი ისევ მასობრივი იერიშის სამიზნეა. ვიტალი კლიჩკო დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდებს, არ დატოვონ თავშესაფრები.

კიევის ზოგიერთ უბანში, ჰაერში განადგურებული რუსული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარია, ხოლო კიეველები მეტროში ათევენ ღამეს, გამუდმებული საჰაერო განგაშის გამო.

გოლოსევსკის რაიონი: მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებთა ევაკუაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც განადგურებული რაკეტის ნამსხვრევებმა სახლის ზედა სართულებზე ხანძარი გააჩინა. ვიტალი კლიჩკო იტყობინება ერთი დაზარალებულის შესახებ.

ხანძარია ასევე სვიატოშინსკის რაიონში, კლიჩკოს თქმით, შესაბამისი სამსახურები უკვე გავიდნენ ხანძრების სალიკვიდაციოდ.

კლიჩკო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ხოლო ერმაკი – არ გადაიღონ ჰსთ სისტემების მუშაობის კადრები. შეგახსენებთ, მსგავსი კადრების გადაღების გამო 28-29 მაისის ღამეს 33 ადამიანი დააკავეს. 

სიახლეები

“თავში მუშტები ჩამარტყა…” – ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ

საქართველოში ალბათ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურად ცნობილ პოლიციელს ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელენ:       ...

სოციალურ ქსელზე უკანონო წვდომა მოიპოვა, ინტიმური ფოტო გადმოწერა და აშანტაჟებდა – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. "ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ...

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...