მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტის გზავნილები სწორი და ადეკვატურია - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის გზავნილები სწორი და ადეკვატურია – ანა ნაცვლიშვილი

Published on

“ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება კრიტიკული აზრის მიუღებლობა აქვს, მათ შორის, მისივე არჩეული პრეზიდენტისგანაც, რაც “ოცნების” მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.

ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გზავნილები სწორი და ადეკვატურია და იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილი შეწყალების უფლებამოსილებასაც გამოიყენებს.

„ქართული ოცნების“ მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს მისი სრული აუტანლობა და მიუღებლობა ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრების, მათ შორის, იმ ადამიანების მხრიდან კრიტიკული მოსაზრების, რომელსაც თავად უჭერდნენ მხარს და რომლის არჩევასაც უწევდნენ ქართველი ხალხის წინაშე ძალიან სერიოზულ ადვოკატირებას. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გზავნილები იყო სწორი, ადეკვატური შექმნილი უმძიმესი ვითარებისა და იმედი მაქვს, რომ ამ სწორ გზავნილებს დაემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების სახით, – ამბოლბს ნაცვლიშვილი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...