მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხალხის ძალამ" ზურაბიშვილი აგენტად გამოაცხადა

“ხალხის ძალამ” ზურაბიშვილი აგენტად გამოაცხადა

Published on

საქართველოს პრეზიდენტი სხვა ქვეყნების ინტერესებს ატარებს, – ამის შესახებ “ხალხის ძალას” ლიდერი გურამ მაჭარაშვილი საუბრობს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი რეალობას აცდენილია და თუკი არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მას სერიოზული პრობლემები ექნება.

საქართველოს პრეზიდენტს, ხშირ შემთხვევაში, ავიწყდება ხოლმე რომელი ქვეყნის პრეზიდენტია, როდესაც განცხადებებს აკეთებს, იმიტომ, რომ მის განცხადებებში არის სულ გათვალისწინებული სხვა ქვეყნის ინტერესები, სხვა ძალების, მათ შორის, თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესები და საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის ინტერესებზე არ აქვს ხოლმე საუბარი. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი აცდენილია რეალობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ზეპარტიული თანამდებობა ბოლომდე მივიდეს 2024 წლის შემოდგომამდე. მას პირადად ექნება ძალიან დიდი პრობლემები იმ შემთხვევაში თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, მაგრამ მაინც დავიტოვოთ იმედი, რომ მიუხედავად ასეთი არასწორი და არაადეკვატური განცხადებებისა, ის არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანასაც ვნებს, საზოგადოებასაც ვნებს, – ამბობს მაჭარაშვილი.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...