მთავარისიახლეებისაზოგადოებაერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მსოფლიო ლიდერები ულოცავენ

Published on

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერდოღანს ტელეფონით მიულოცა ილჰამ ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის დროს ალიევმა ერდოღანს ქვეყნის წინსვლაში წარმატებები უსურვა და ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში მიიწვია.

ამასთან, ერდორანს გამარჯვება მიულოცა სომხეთის პრემიერ- მინისტრმა და მილოცვის ტექსტი “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ვულოცავთ პრეზიდენტ ერდოღანს ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის”,- წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას და მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევას ულოცავს უკრაინის პრეზიდენტიც.

“ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ განვავითარებთ ჩვენს თანამშრომლობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ”, – წერს ზელენსკი “ტვიტერის” გვერდზე.

მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, არჩევნებში გამარჯვებას რეჯეფ თაიფ ერდოღანს ულოცავს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი წერს, რომ ერდოღანს რუსეთ-თურქეთის მეგობრული ურთიერთობებში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

“ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს პირად წვლილს რუსეთ-თურქეთის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ასევე ჩვენი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, უპირველეს ყოვლისა კი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობისა და თურქეთში გაზის ჰაბის მოწყობას” – წერს ვლადიმერ პუტინი.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...