ზურაბიშვილი: მე არაფერი მწყინს, მაგრამ არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს, მერე – პრეზიდენტს

0
236

მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია არაფერი მწყინს და ამით მე ვერავინ მაწყენს, მაგრამ, მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის. არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, არ შეიძლება, არცერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას და კიდევ ერთ რამეს ვიტყვი – პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ჩვენი ურთიერთობების დალაგება, ისე რომ არ მოხდეს არაფერი და რაც არ უნდა იყოს აზრების განსხვავება, ყველას თავისი ადგილი ჰქონდეს და ეს იყოს წყნარად, მშვიდად დამკვიდრებული.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

წინა სტატიამოვითხოვთ ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, რომლის ხმა გისოსებს მიღმა რჩება – ECPMF
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი 2 დღეა გვაკრიტიკებს ასეთ მშვიდობიან პერიოდში, ესეც დემოკრატიის მაგალითია – ღარიბაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური