მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინა მზადაა კონტრშეტევის დასაწყებად - დანილოვი

უკრაინა მზადაა კონტრშეტევის დასაწყებად – დანილოვი

Published on

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა განახორციელოს. ამის შესახებ დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა კონტრშეტევის დაწყების ზუსტი თარიღი არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ ის შეიძლება “ხვალ, ზეგ ან შემდეგ კვირას დაიწყოს”.

როგორც დანილოვმა აღნიშნა, უკრაინის მთავრობას კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილებაზე “შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს”, რადგან მისი თქმით, ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც არ შეიძლება უკრაინამ დაკარგოს.

კითხვაზე, მზადაა თუ არა უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევისთვის, მან თქვა: “ჩვენ ყოველთვის მზად ვართ. ისევე, როგორც ჩვენ მზად ვიყავით დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ დროს”.

ინტერვიუში დანილოვმა დაადასტურა, რომ ვაგნერის ძალები ქალაქ ბახმუტს ტოვებენ, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უკრაინასთან ბრძოლას წყვეტენ. როგორც დანილოვმა თქვა, ვაგნერის ჯგუფები ქალაქს გადაჯგუფებისთვის ტოვებენ.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...