ბახმუტი ამ დროისთვის სრულად რუსი ოკუპანტების კონტროლქვეშაა.
“ვაგნერის” სამხედრო დაჯგუფების მებრძოლები ეტაპობრივად გადიან ქალაქიდან და დაკავებულ პოზიციებს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს გადასცემენ.
ბახმუტის ჩრდილოეთ მიმართულებაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებია- უკრაინის არმიამ ორეხოვო-ვასილივკას სამხრეთ-დასავლეთით არსებული პოზიციებიდან რუსი ოკუპანტები განდევნეს და გადაჭრეს მომარაგების გზა სოფელ დუბოვო ვასილივკასთან.
ამ დილის მდგომარეობით, შეტაკებები არ ფიქსირდება არც ქალაქის მისადგომებთან და არც დასახლების გარშემო არსებულ ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე.
“შტურმი დასრულებულია, ბახმუტი მტრის ხელშია. ქალაქმა თავისი საქმე გააკეთა, ბახმუტის დაცვამ თავისი მისია შეასრულა”, – აცხადებს უკრაინის ყოფილი შს მინისტრი ლუცენკო.
“ბახმუტის სახლების სარდაფებში ყოფნა და დამატებით დაჭრილებისა და კონტუზირებულების მიღება არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ამიტომ უმაღლესმა სარდლობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, – თქვა მან.