მთავარისიახლეებისხვადა სხვა ქვეყნების საგარეო მინისტრები ქართელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

სხვადა სხვა ქვეყნების საგარეო მინისტრები ქართელ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

Published on

სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა უწყება ავრცელებს.

დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სუვერენიტეტი ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებათა ტრიადას წარმოადგენს. პოლონეთისა და საქართველოს ისტორიულმა გამოცდილებამ ამ ფასეულობებისადმი პატივისცემისა და ერთგულების მყარი საფუძველი შექმნა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პოლონეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც აძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს მოქალაქეთა კეთილდღეობას. წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს ამ გზაზე, — ნათქვამია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნიევ რაუს წერილში.

ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს რუმინელი კოლეგა, ბოგდან აურესკუ.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და მზადაა ამ მიმართულებით თავისი გამოცდილების გასაზიარებლად“ – წერს ბოგდან აურესკუ.

ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია“.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კი, ამ არჩევანის რეალიზებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას,- ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.

ილია დარჩიაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ვლაჩოვსკი. თავის წერილში ის საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო უწყებებს შორის ხელმოწერილ თანამშრომლობის ოქმს ეხმაურება და წერს, რომ ეს ოქმი „თვისებრივად გააუმჯობესებს და გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს“.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ასევე შვედეთის, საბერძნეთის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, სომხეთის, ბელარუსის, საგარეო საქმეტა მინისტრები.

საქართველოს დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავთან დაკავშირებით, ილია დარჩიაშვილს მისალოც წერილებს უგზავნიან ასევე ფილიპინების რესპუბლიკის, ინდონეზიის რესპუბლიკის, კამბოჯის, პარაგვაის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და საერთო ინტერესის ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს გამოთქვამენ.

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...