მთავარისიახლეებიძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები წინასწარი გაფრთხილების, უსაფრთხოების...

ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები წინასწარი გაფრთხილების, უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ – ზურაბიშვილი

Published on

“ყველაზე მთავარი იმედი, ჩვენი საზოგადოება, რომელმაც მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა, და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება. ამ საზოგადოების ძალა და შემართება ყველას მიერ გასათვალისწინებელია, რამე თუ ის ხვალინდელ დღეს წარმოადგენს.

მაგრამ დღეს ამ საზოგადოებას გაუგებრობისა და შეურაცხყოფის შერეული განცდაც დაეუფლა. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივისცემასა და ღირსებაზე არ ფიქრობს, გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენ პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათა ღელვა და ესკალაცია. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა, ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა, უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს”.

თქვა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...