მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველო ირჩევს ევროპას - 26 მაისს ევროკავშირის დროშებით ორი მსვლელობა გაიმართება

საქართველო ირჩევს ევროპას – 26 მაისს ევროკავშირის დროშებით ორი მსვლელობა გაიმართება

Published on

26 მაისის ღონისძიების გაფორმება ევროკავშირის დროშის გარეშე – მოქალაქეების ნაწილის პროტესტის შემდეგ მთავრობამ განმარტა, რომ სადღესასწაულო გაფორმებას წელს შარშანდლისგან განსხვავებული თემატიკა აქვს. მთავრობაში ამბობენ, რომ წელს 26 მაისის გზავნილია “თავისუფლების სიყვარულით” და გაფორმებაც ეროვნული სიმბოლიკით მოხდა.

მოქალაქეებმა მსვლელობა, სახელწოდებით, “საქართველო ირჩევს ევროპას” დააანონსეს. ორგანიზატორები წერენ, რომ 10:30 რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან ევროკავშირის დროშებით და მსვლელობით მივლენ პარლამენტამდე.

საპროტესტო მსვლელობა დააანონსა “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემაც. მან სოციალური ქსელით მოქალაქეებს მოუწოდა 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბონ.

სიახლეები

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...

ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა

სტონეთმა საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ამის შესახებ განცხადება ესტონეთის...

“ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა… ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"ხვალ, ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო...

ხმაური მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ირაკლი დგებუაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - ამ წუთებში ბათუმის პოლიციის...