პუტინი ამჩნევს, რომ ვუახლოვდებით, მაგრამ შესაძლოა, ეშინია, თავის ხალხმა არ მოკლას – სკიბიცკი

0
129

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინული სპეცრაზმის მიერ განადგურების “კანდიდატთა” სიას სათავეში დგას.

“ის (პუტინი) ამჩნევს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით, მაგრამ შესაძლოა მას ეშინია საკუთარმა ხალხმა არ მოკლას. იის ახლა იწყებს თავის გამოყოფას და თუ ასეა, მაშინ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული ეს ნამდვილად ის არის თუ არა”, – თქვა სკიბიცკიმ.

მისივე თქმით, უკრაინული დაზვერვა ცდილობს “ვაგნერელთა” ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციას. მან დაადასტურა, რომ რუსეთში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმები უკრაინის სხვადასხვა დეპარტამენტის დამსახურებაა.

წინა სტატია17 აფთიაქში “სააფთიაქო ნარკომანიის” ფაქტები გამოვლინდა | საგამოძიებო სამსახური
შემდეგი სტატიასაქართველოსგან პროვოკაციულ ქმედებებს ვხედავთ, რაც შეიძლება ცუდად დასრულდეს – იოზვიაკი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური