მთავარისიახლეებიბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ორ რამეს: პატრიოტიზმს და ხალხის სიყვარულს - კალაძე

ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ორ რამეს: პატრიოტიზმს და ხალხის სიყვარულს – კალაძე

Published on

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ის უსამართლობა, რაც პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხდება, გამოწვეულია იმით, რომ მისთვის უმთავრესი საქართველოს ინტერესებია. კალაძემ ტრადიციულას ივანიშვილის ქველმოქმედებაზე ილაპარაკა და ქვეყნისთვის გაწეული სიკეთეები ჩამოთვალა:

„ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის ძალიან ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული. ამ ადამიანის უშუალო ჩართულობით განხორციელებული ძალიან ბევრი პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო: იგივე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა, სკოლების, ბაღების მშენებლობა. არ ვიცი, რომელ ერთზე ვისაუბრო, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ 2011 წელს, მან პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, კონკრეტული ნაბიჯი გადადგა.

ისეთ ადამიანს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, თავისუფლად შეეძლო ამ ყველაფერზე უარი ეთქვა, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ეცხოვრა, მაგრამ ის შეყვარებულია თავის ქვეყანაზე, ხალხზე. ის შემოტევები და უსამართლობა, რაც დღეს ამ ადამიანის მიმართ ხდება, გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – ვერ პატიობენ ორ რამეს: ეს არის პატრიოტიზმი და ხალხის სიყვარული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...