ქუთაისის №16 სკოლის ბუღალტერმა 57 758 ლარი მიითვისა – დირექტორს გულგრილობისთვის ბრალი წაუყენეს

0
131

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის ქუთაისის №16 საჯარო სკოლის დირექტორს ბრალდება წარუდგინა.

უწყება წერს, რომ საქმეზე გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.

“ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს უკანონოდ მიეთვისებინა 57 758 ლარი.

სკოლის დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველ ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) წარედგინა”, – ანთქვამია პროკურატურის განცახდებაში.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ამავე სკოლის ბუღალტერი, რომელიც პარალელურად იყო ქუთაისის №22 საჯარო სკოლის ბუღალტერიც, ორივე სკოლიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე მიცემულია ქუთაისის №22 საჯარო სკოლის დირექტორიც. ორივე ბრალდებულის მიმართ საქმეები არსებითად იხილება სასამართლოში.

წინა სტატიაუკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებას მიაღწიეს ბახმუტის ფლანგებზე – სირსკი
შემდეგი სტატიაუკრაინა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს – ეპისკოპოსთა საბჭო ახალ საეკლესიო კალენდარზე გადასვლაზე შეთანხმდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური