მთავარისიახლეებისაზოგადოებაბახმუტი და მარინკა კვლავ რჩებიან საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად

ბახმუტი და მარინკა კვლავ რჩებიან საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ რჩებიან ქალაქები ბახმუტი და მარინკა.

დღევანდელ განახლებაში ნათქვამია, რომ მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმტის, ავდეევკისა და მარინკას მიმართულებებზე – მოხდა 26 შეტაკება.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 41 საჰაერო დარტყმა განახორციელა და 53 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

გენშტაბი ამბობს, რომ ლიმანის მიმართულებით მტერმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ბელოგოროვკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია, ასევე იყო ავიაიერიშიც.

“ბახმუტის მიმართულებით დღისით მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ხრომოვოს მიმართულებით. საჰაერო დარტყმები მიაყენა ბახმუტის, ივანოვსკის, ბელაია გორას, ოზარიანოვკასა და ტორეცკის რაიონებს”, – აცხადებს გენშტაბი.

უკრაინული მხარის ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ გასული 24 საათის განმავლობაში 15 დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალ ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს, აქედან 3 – საზენიტო სარაკეტო სისტემებზე. გენშტაბი ამბობს, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინამ გაანადგურა რუსეთის ვერტმფრენი Ka-52, 4 “შაჰიდის” ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 1 სადაზვერვო დრონი “Zala”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...