მთავარისიახლეებიარ არის გამორიცხული, დასანქცირდნენ ის ადამიანები, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს -...

არ არის გამორიცხული, დასანქცირდნენ ის ადამიანები, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს – დეკანოძე

Published on

პარლამენტის წევრი ხატია დეკანოძე “ოცნების” მისამართით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მესამე გაფრთხილებას ეხმიანება. დეკანოძის აზრით, აშშ-ს სანქციები მესამე ქვეყნებსაც შეეხება, რომლებიც რუსეთის გაძლიერებას უწყობენ ხელს.

სანქციების ახალი პაკეტი მზადდება ევროკავშირის და აშშ-ს მიერ, რომელიც შეიძლება შეეხოს მესამე ქვეყნებს, რომლებიც ხელს უწყობენ, მაგალითად, რუსეთის გაძლიერებას, ამ ოკუპაციის, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. არ არის გამორიცხული, დასანქცირდნენ ის ადამიანები, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მათ შორის თქვენ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირი, ემისარი რუსეთში ეს იყო, არის და რჩება ფარცხალაძე, – ამბობს პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე.

ცნობილია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა “ოცნებას” მესამე გაფრთხილება მისცა. გუშინ გავრცელებულ გზავნილში სტრატეგიულმა პარტნიორმა თქვა, რომ საქართველოს აეროპორტების კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...