მთავარისიახლეებიხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან - ქალი დეპუტატები

ხელისუფლებისგან ვითხოვთ პასუხს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან – ქალი დეპუტატები

Published on

ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ კითხვები აქვთ ხელისუფლებასთან რუსეთთან შესაძლო ფარული მოლაპარაკებების შესახებ. მათი თქმით, პასუხისმგებელმა ორგანოებმა ღიად უნდა უპასუხონ, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, როდის დაიწყო და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები.

“ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთების გადაზიდვისთვის ახალი, რუსეთისკენ მარშრუტების განახლება და ასევე, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა, ვინც არის სანქცირებული და საქართველოს საზღვრის კვეთა, ვერ მოხდებოდა კოორდინაციის გარეშე. ხაზს ვუსვამ, ეს არის ზუსტად საქართველოს უსაფრთხოების, გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა.

ჩვენ, 7 დეპუტატი კითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და ღიად მოვითხოვთ პასუხებს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, როდის დაიწყო ფარული მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არცერთ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონიათ წინასწარ ინფორმაცია, მათ შორის ფრენების გახსნაზე, საზღვაო ტვირთების მიმოსვლის აღდეგნაზე, ასევე, სანქცირებული პირების შემოსვლაზე. იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა მოლაპარაკებების შესახებ და ხორციელდება თუ არა დღემდე ფარული ვიზიტები მოსკოვში, რაც ასევე საგანგაშოა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ ხელისუფლება აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან საქართველო მოქალაქეებისგან, პარლამენტისგან ფარულად, რაც მიუღებელია.

თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ ჩრდიოვანი მმართველობა უკვე ღიად იკვეთება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...