მთავარისიახლეებიპოლიტიკაგმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

Published on

გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიებას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

კალაძემ ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია გმირების შესახებ. გენო ადამია იყო ღირსეული კაცი, გენერალ-მაიორი, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგაც აგრძელებდა ბრძოლას 23-ე ბრიგადასთან ერთად. ის გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხრი გმირების წინაშე. ჩვენს შვილებს კარგად უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. როგორი ადამიანები იყვნენ ისინი და როგორ იცავდნენ სამშობლოს ღირსებას,” განაცხადა კახა კალაძემ.

გენო ადამიამ 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე და განაგრძო აფხაზი სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის 28 სექტემბერს გმირულად დაეცა კელასურის ხიდზე.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...