მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 22 მაისის ღამეს გაანადგურეს რუსეთის 20 დრონი და...

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 22 მაისის ღამეს გაანადგურეს რუსეთის 20 დრონი და 4 რაკეტა

Published on

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ დნიპროზე 22 მაისს მიტანილი იერიშისას გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და 20 უპილოტო საფრენი აპარატი “შაჰიდი”.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ მათ გაანადგურეს 4 ფრთოსანი რაკეტაც.

უწყების ცნობით, რუსეთმა კასპიისა და აზოვის ზღვების რეგიონებიდან, ასევე კურსკის ოლქიდან Ту-95мс და Ту-22м3 ბომბდამშენებიდან ისროლა 9 ფრთოსანი რაკეტა, 2 ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერი” გაუშვეს ოკუპირებული ყირიმიდან, 5 რაკეტა S-300 ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილიდან, 20 ირანული დამრტყმელი თვითმფრინავი “შაჰედ-136/131” სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გაანადგურეს ოცივე დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა.

დნეპროპეტროვსკის ოლქში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ბინები, კერო საწარმოს შენობები და მანქანები. დაშავდა 8 ადამიანი, მათგან 3 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....