შვედეთი უკრაინას 50 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა CV-90-ს გადასცემს – მახასიათებლები

0
262

გერმანიიდან შვედური CV-90-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებით დატვირთული სამხედრო ეშელონი უკრაინაში მიემართება.

საერთო ჯამში შვედეთი უკრაინას 50 ერთეულ ზემოხსენებული ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას გადასცემს.

CV-90 მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, რომელიც შექმნილია შვედური კომპანია BOFORS-ისა და HAGGLUND-ის მიერ. BOFORS-ი პასუხისმგებელი იყო კოშკურისა და ჯავშანმანქანის საბოლოო აწყობაზე + შეიარაღებაზე, ხოლო HAGGLUNDS-ის ფუნქციას შეადგენდა მანქანის შასი და შეჯავშნული კორპუსის დაპროექტება. CV-90 სერვისში 1993 წელს შევიდა.

ამჟამად შვედეთის არმიაში 500-ზე მეტი CV9040( A/B/C მოდიფიკაციები) ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, გარდა შვედეთისა ის შეიარაღებაში აქვს ასევე დანიას; ფინეთს, ნიდერლანდებს, ნორვეგიასა და შვეიცარიას. შვედური CV-90-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა 3 ტიპის სხვადასხვა ქვემეხითაა შეირაღებული 40მმ-იანი BOFORS-ის ქვემეხითაა შეიარაღებული. ჯამში 1100-ზე მეტი CV-90ია მსოფლიოში წარმოებული.

ჯავშანი-

Cv-90-ის შუბლა ჯავშანი 30მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვების მოხვედრას უძლებს, ხოლო ბორტებსა და უკანა მხარეს კი 14.5 მმ-იანი ვაზნების შეკავებაზეა გათვლილი. Cv-90-ის ბოლო მოდიფიკაციები 10კგ ტროტილის ეკვივალენტის ნაღმის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციასაც უძლებს. APLIQUE-ის კერამიკული ჯავშნის პანელების დამატების შემდეგ კორპუსის სრული დაცულობა საკმაოდ იზრდება და 30მმ-იანი ჯავშანგამტანი ჭურვების მოხვედრისგან დაცვაზეა გათვლილი. CV-90-ების შიდა სივრცეში დამატებულია კევლარის ჯავშანფილები, რომელიც დამატებით იცავს შიგნით მყოფ მებრძოლებს ნამსხვრევებისა და ქვეითსაწინააღმდეგო საარტილერიო საბრძოლო მასალის შრაპნელების მოხვედრისგან. მწარმოებლის განცხადებით, CV-90-ზე დაყენებულია სითბოს ე.წ შემწოვი ფილტრები ( მაქსიმალურად ამცირებს სითბურ სიგნატურას) , რაც უზრუნველყოფს რომ შორი მანძილიდან მოწინააღმდეგის თერმული ხედვის ან ინფრაწითელი დამიზნების კამერებმა ვერ დააფიქსირონ.

შეიარაღება-

CV-90-ებზე დამონტაჟებულია 40/35/30 მმ-იანი ქვემეხები + 7.62მმ-იანი ტყვიამფრქვევი ( 2000 ვაზნით). საექსპორტო ვერსიის CV-90-ების 30/35მმ-იან BUSHMASTER-ის ტიპის ქვემეხები უყენია, რომელთა მსხვერვად-ფუგასურ ჭურვებს 50მმ-იანი ჰომოგენური ჯავშნის გატანა შეუძლიათ 3000მ-ზე- რუსული BMP-3-ის ფრონტალური ჯავშნის გატანაც შეუძლიათ. ჭურვების მარაგი 30მმ-იანი ქვემეხის შემთხვევაში მანქანაში 600-მდე ჭურვი მარაგია.

იმ CV-9040-ებს, რომელსაც უკრაინას გადასცემენ- 40 მმ-იანი ქვემეხის მქონე Cv-90-ების საცეცხლე ძალა გაცილებით მაღალია- მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა ჯავშანტრანსპორტიორისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანის ჯავშანს ხვრეტს- ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი რუსული ჯავშანმანქანა/ჯავშანტრანსპორტიორს/ ქვეითთა საბრძოლო მანქანის ჯავშანს ნებისმიერ ადგილას მოხვედრისას გაიტანს . აღნიშნულ 40 მმ-იან BOFORS-ის ქვემეხს ჯავშანგამტანი ჭურვების სროლის შემთხვევაში რუსული ტანკების ჯავშნის გატანაც შეუძლიათ ( T-90M-ის გარდა ალბათ) ბორტიდან მოხვედრის შემთხვევაში. 40მმ-იან ქვემეხს 24 ჭურვიანი ე.წ ლენტი აქვს, რომლის ამოწურვის შემდეგ ხელახალი გადატენვის დრო 25 წამს შეადგენს. ჭურვების მარაგი 40მმ-იან ქვემეხზე 232-ია. 40 მმ-იანი ქვემეხის მოქმედების რადიუსი საჰაერო სამიზნეებზე 3.5-4კმ-ია, სახმელეთო სამიზნეებზე კი 2-2.5კმ.

ახლა კი ყველაზე მთავარი-

BOFORS-ის 40მმ-იანი ქვემეხი იყენებს პროგრამირებად ჭურვებს- ქვეითთა საბრძოლო მანქანაში ლაზერული მანძილმზომით სამიზნის დაფიქსირებისა და მისი მდებარეობის გამოთვლის შემდეგ კომპიუტერი ჭურვს გასროლამდე აპროგრამებს- მასში შეჰყავს კოორდინატები, თუ სად -რა მანძილზე უნდა აფეთქდეს- აღნიშნულ ჭურვებს ყველაზე კარგად უკრაინელები ბახმუტსა და იმ ფრონტებზე გამოიყენებენ, სადაც სასანგრო ბრძოლა უწევთ- პროგრამირებად ჭურვებს – სანგრების თავზე აფეთქდება 40მმ-იანი პროგრამირებადი ჭურვები, რითაც კონკრეტულ მიმართულებაზე გამოხშირავენ რუს ოკუპანტებს და უზუსტესად გაანადგურებენ. ასევე პროდუქტიული იქნება ამ ჭურვების გასროლა ტყვიამფრქვევების პოზიციებზეც- ჩამალულ მდგომარეობაში,ქვიშის ტომრებით გამაგრებულ მეტყიამფრქვევეებს, პროგრამირებადი ჭურვი მათსავე თავზე აუფეთქდებათ, რაც უმალვე გაანეიტრალებთ.

ცეცხლის მართვის სისტემა- აღჭურვილია დღისა და ღამის თერმული ხედვის კამერით ( მეთაურისთვის, ასევე თერმული-ღამის ხედვის სამიზნეები მსროლელისთვისაც) + ლაზერული მანძილმზომითა და GPS ნავიგაციით. CV-90-ის რამდენიმე მოდიფიკაციას უკანა ხედვის თერმული კამერებიც გააჩნია. ასევე დამატებულია 360 გრადუსიანი პანორამული ხედვის კამერები მეთაურისთვის. აღნიშნულ მანქანაში ჩამონტაჟებულია აგრეთვე ადრეული გაფრთხილების კომპლექტი, რომელიც აერთიანებს რადარსა და რაკეტის დამიზნება/მოახლოების აღმომჩენ სისტემას.

წონა-23-იდან 37ტ-მდე – დამოკიდებულია მოდიფიკაციაზე და მათ დამატებით ჯავშანზე

ეკიპაჟი-3 კაცი – მეთაური, მძღოლი, მსროლელი დესანტი- 8 სრულად ეკიპირებული სამხედრო. 

ოთო კონჯარია, სამხედრო მიმომხილველი, “ალფა სიხშირე”. 

წინა სტატიასად რა ხდება უკრაინის ფრონტებზე – ბოლო ცნობები გენშტაბისგან
შემდეგი სტატიაუკრაინას უფლება აქვს, თავად განკარგოს, როგორ წარმართავს სამხედრო ოპერაციებს – აშშ სახდეპი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური