მთავარისიახლეებისაზოგადოებამსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს - ზელენსკი

მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს – ზელენსკი

Published on

“ჩვენ ვასრულებთ ამ ძალიან რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კვირას. პარასკევს გვქონდა შეხვედრა არაბულ ლიგასთან, შაბათს და კვირას – დიდ შვიდეულთან გაფართოებულ ფორმატში.

ინტენსიური მოლაპარაკებები იყო, ჩვენ გავძლიერდებით ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ. შეხვედრა იყო ინდონეზიის ლიდერთან, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კანადის პრემიერმინისტრთან, ვიეტნამისა და ავსტრალიის ლიდერებსაც ვესაუბრე. ცალკე და დეტალურად ვესაუბრეთ იაპონიის პრემიერ-მინისტრს.

მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია – ეს არის დაცვა და უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნება, ჩვენი ხალხის დაბრუნება, სამართლიანობა, ჩვენი მშვიდობის ფორმულის განხორციელება. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობასთან სრული გაგება გვაქვს უკრაინისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს”.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...