დარწმუნებული ვარ, ლავროვის შვილის ჩამოსვლა რუსულ ფსბ-თან იყო შეთანხმებული – დეკანოიძე

0
128

“ქართული ოცნების” განცხადებებს, რომლითაც სანქცირებული ლავროვის საქართველოში შემოსვლის გამართლება სცადეს, ოპოზიციაში ეხმიანებიან. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქორწილის აღსანიშნავად შემოსულ რუსებს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ ჰქონიათ, ამიტომ საზღვარზე შემოსვლა უპრობლემოდ შეძლეს.

დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ხელისუფლების არგუმენტებს უსუსურს უწოდებს და ხელისუფლებას ახსენებს, რომ გავრილოვს, რომელიც საქართველოშ შემოვიდა, ოკუპაციის შესახებ კანონი სწორედ დარღვეული ჰქონდა. ამასთან, დეკანოძე დარმწუნებულია, რომ ლავროვის ნათესაობის თბილისში ჩამოსვლა რუსულ ფსბ-თან იყო შეთანხმებული.

მე შევახსენებ „ქართულ ოცნებას“, რომ გავრილოვს დარღვეული ჰქონდა ყველა საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის, ოკუპაციის შესახებ კანონი, ხმა ჰქონდა მიცემული აფხაზეთში, ჩასული იყო, ამიტომ შემოუშვეს უპრობლემოდ. ასევე ოპოზიციონერ ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, ვინც კრიტიკულად გამოირჩევა პუტინის მიმართ, დიდ წილად არ უშვებენ ხოლმე საზღვარზე. ამათი სია აქვთ და სანქცირებული ადამიანების სია არ აქვთ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სუსტი არგუმენტები აქვთ. პირიქით, დარწმუნებული ვარ, რომ ლავროვის შვილის ჩამოსვლა საქართველოში იყო შეთანხმებული რუსულ ფსბ-თან. ნებისმიერი, ევტუშენკოვი, მათ შორის, ალბათ საზღვარს გადმოკვეთავს დაუბრკოლებლად იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ შემდეგ

წინა სტატიათუ ადამიანს არ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, უფლება აქვს შემოვიდეს, სანქციებს არ ვუერთდებით – კალაძე
შემდეგი სტატიარომ ყვირიან მთავრობა რუსიაო, დაუჯერებენ ევროპაში და რომ არ მოგვცენ სტატუსი ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? – მეუფე იაკობი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური