მთავარისიახლეებიმსოფლიობელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა - გლადკოვი

ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა – გლადკოვი

Published on

რუსეთის ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა, დაწყებულია ხიდების აფეთქების პროცესი, – ინფორმაციას ბელგოროდის გუბერნატორი გლადკოვი ავრცელებს. უკრაინული და რუსული ოპოზიციური ტელეგრამ არხები ავრცელებენ ვიდეოს, სდაც ჩანს თითქოსდა ბელგოროდის გრაივორონის რაიონისკენ მიმავალი ავტობუსები, რომლებმაც მოსახლეობის ევაკუაცია უნდა განახორციელონ. 

თუმცა რუსული ოფიციოზი ევაკუაციის დაწყებას არ ადასტურებს, მაგრამ ადასტურებს, რომ გრაივორონის რაიონში, რომელიც უშუალოდ უკრაინას ესაზღვრება, ქალაქის ადმინისტრაციის უფროსი დაიჭრა, აასევე, დაჭრილია სამაშველო სამსახურის ორი წარმომადგენელი. ამავე დროს, დიმიტრი პესკოვიც უკვე ადასტურებს, რომ შეტაკებები უკვე რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს:

პესკოვის განცხადებით ბელგოროდში უკრაინის დივერსიის მიზანია ყურადღების გადატანა ბახმუტიდან, ასევე “ბახმუტის დაკარგვით გამოწვეული შფოთვის მინიმუმამდე დაყვანა”, თუმცა, შეხსენებად ღირს, რომ ბახმუტი არ არის დაცემული და მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. 

პესკოვმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და აღნიშნა: 

“მიმდინარეობს უკრაინელი დივერსანტების რუსეთის ტერიტორიიდან განდევნის ოპერაცია, ასევე ტარდება სამუშაოები ამ დივერსიული ჯგუფის გასანადგურებლად, ცოცხალი ძალა და საშუალებები ადგილზე საკმარისია”.

განცხადება გააკეთეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმაც და ხაზი გაუსვეს, რომ იმ ოპერაციაში, რომელიც ბელგოროდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას:

“ლეგიონი “Свобода россии” და “РДК” (“რუსეთის მოხალისეთა კორპუსი”) ბელგოროდის ტერიტორიაზე ატარებენ ოპერაციას უსაფრთხოების ზოლის შექმნის მიზნით, უკრაინის მოაქალაქეების დასაცავად”, – აცხადებს უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს სპიკერი ანდრეი იუსოვი.

ბელგოროდის ოლქში კი ვითარება ისევ დაძაბულია: “თავისუფალი ლეგიონის” მებრძოლები ქმნიან დემილიტარიზებულ ზონას რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან, საიდანაც რუსული არმია ვერ შეძლებს უკრაინის დაბომბვას, – ნათქვამია „თავისუფალი რუსეთის ლეგიონის“ პრესსამსახურის განცხადებაში. მათი თქმით, ისინი გააგრძელებენ სვლას მთელი რუსეთის გასათავისუფლებლად. 

ამავე დროს, უკრაინულ და რუსულ ოპოზიციურ ტელეგრამ არხებზე ქვეყნდება ოპერატიული ინფორმაცია მიმდინარე ამბების შესახებ, რასაც შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს ტელეგრამ-არხზე, მუდმივი განახლების რეჟიმში. 

სიახლეები

დაკავებულია სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელ აგვისტოს ბრალდებულის სახით სოფლის განვითარების სააგენტოს...

მდინარაძის კომენტარმა დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება-ანა წითლიძე

მამუკა მდინარაძის კომენტარმა ნათლად დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება უკავშირდება ლევან ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას....

ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა - ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გარდაცვალების მიზეზი...

ლევან სანიკიძე: ლაშა ცანავას სუს-ის უფროსის მოადგილე ხაბეიშვილის “ჩაშვებას” სთხოვდა

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან სანიკიძის განცხადებით, სუს-ის მიერ დაკავებულმა ლევან ხაბეიშვილის მეგობარმა ლაშა ცანავამ...