მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ყვარლის ტბასთან" დაკავებული 17 პირიდან ყველა თავისუფალია

“ყვარლის ტბასთან” დაკავებული 17 პირიდან ყველა თავისუფალია

Published on

სამართალდამცველთა მიერ 20 მაისს, სასტუმრო “ყვარლის ტბასთან” დაკავებული 17 პირიდან ყველა თავისუფალია, სასამართლო პროცესები 19 ივნისს განახლდება.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აქციის ორ მონაწილეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. დანარჩენ 14-ის სასამართლო პროცესი კი, დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო.

როგორც ადვოკატები განმარტავდნენ, მათ ვერ შეძლეს საქმის მასალების და მტკიცებულებების დროულად გაცნობა.

„ყვარლის ტბაზე“ დაკავებული 14 პირის საქმეზე გურჯაანის სასამართლო 19 ივნისს, 13:00 საათზე იმსჯელებს.

ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....