აქციის დაკავებული მონაწილეები ამ დროისთვის კახეთის წინასწარი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იმყოფებიან. ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
ცნობისთვის, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ აქცია გუშინ, დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქციაზე ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე დაიძაბა, ადგილზე, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 16 პირი. ისინი წარდგენილ ბრალს (წვრილმანი ხულიგნობა) უარყოფენ და არ აღიარებენ.