მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლევან იოსელიანი არის "ქართული ოცნების" წარმომადგენელი..." - ელენე ხოშტარია

“ლევან იოსელიანი არის “ქართული ოცნების” წარმომადგენელი…” – ელენე ხოშტარია

Published on

“ყვარლის ტბასთან” დაკავებული და ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი ელენე ხოშტარია პირველ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ “ამათთან თანამშრომლობას” არ აპირებს, რადგან ელემენტარული მისი უფლებები არ დაიცვეს. 

ამასთან, ელემე ხოშტარიამ დაკავების დეტალებიც გაიხსენა და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობასაც შეეხო:

“მე პირადად ვინც დამაკავა კახეთში, არანაირი პრეტენზია იმასთან არ გამაჩნია, თუმცა თვითონ პროცესი იყო მათთვისვე დამამცირებელი. დარბოდნენ, სადღაც მიმარბენინებდნენ, სადღაც მომარბენინებდნენ…

სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ სახალხო დამცველის ორი წარმომადგენელი იყო მოსული, რომლებმაც დაინახეს, როგორ გამაქცუნეს იქ სადღაც გაურკვეველი მიმართულებით და სამწუხაროდ, არანაირი განცხადება ამაზე არ გაუკეთებიათ. სახალხო დამცველი, სამწუხაროდ, არის იგივე ივანიშვილის…

არამხოლოდ ამიტომ, ამ ფაქტის გამო არა, მანამდეც ვიცოდი, რომ ლევან იოსელიანი არის “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ფაქტიც ამაზე მეტყველებს”, – აცხადებს ელენე ხოშტარია. 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....