მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოიკოტს აწესებს “აირზენაზე”, “აირზენას” გენერალურმა დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა ამ დემარშს კომპანიის მხრიდან პრეზიდენტის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებით უპასუხა.
“სალომე ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და ვიდრე ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენს ბორტზე არ დავუშვებთ” – ამბობს „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი.
შეგახსენებთ, მანამდე თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით უვიზო რეჟიმისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ საქართველოს მოსახლეობა გახარებულია.