მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსული ქორწილი კახეთში - სერგეი ლავროვის სანქცირებულ ოჯახს პოლიცია იცავს

რუსული ქორწილი კახეთში – სერგეი ლავროვის სანქცირებულ ოჯახს პოლიცია იცავს

Published on

რუსული ქორწილი კახეთში – სერგეი ლავროვის სანქცირებულ ოჯახს პოლიცია იცავს.

“მთავარი არხის” მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ოკუპანტების მასპინძელ ორივე სასტუმროსთან სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, სასტუმრო კომპლექსის Kvareli Lake Resort-iის შიდა პერიმეტრზე შსს-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც შეიყვანა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილი ეკატერინა ლავროვა მეუღლე ალექსანდ ვინოკუროვთან ერთად უკვე მესამე დღეა საქართველოში იმყოფება.

ოკუპანტების ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზი ეკატერინა ლავროვას ქმრის ძმის ქორწილია, რომელიც 3 დღეა გრძელდება.

ყვარელი “ლეიქ რიზორტში” ოკუპანტებს საზეიმოდ დახვდნენ, ქართულად უცეკვეს და ქართული კერძებითაც გაუმასპინძლდნენ. დღეს კი დილიდან ლავროვის ოჯახის საფინალო ქეიფისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ოკუპანტების კომფორტს იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

სასტუმროს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და ენმ-ის წარმომადგენლები.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....