მთავარისიახლეებიმსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტამდე | თბილისში, დღეს, რუსეთიდან პირველი რეისი ჩამოფრინდება

მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან აეროპორტამდე | თბილისში, დღეს, რუსეთიდან პირველი რეისი ჩამოფრინდება

Published on

19 მაისს, 13:50 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ოკუპანტი რუსეთიდან პირველი თვითმფრინავი დაჯდება. რეისს: მოსკოვი-თბილისი რუსული სანქცირებული ავიაკომპანია Azimuth Airways-ი შეასრულებს.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ამ რეისს საპროტესტო აქციით დახვდებიან. მოძრაობა “დროას” ორგანიზებით, მოქალაქეები 12:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და თბილისის აეროპორტის მიმართულებით ავტომობილებით მსვლელობას დაიწყებენ.

აქციას შეუერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებისთვისაც ოკუპანტ სახელმწიფოსთან ფრენების აღდგენა მიუღებელია.

“19-ში, 12:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და ერთად კოლონით დავიძრებით აეროპორტისკენ, რათა გავაპროტესტოთ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება”, – ნათქვამია “დროას” განცხადებაში.

სიახლეები

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...