საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა – დეგნანი

0
140

“ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი თავდასხმის ქვეშაა აგრესიული პროპაგანდისტული კამპანიის გამოყენებით, რომლის მიზანი ადამიანების შიშის ქვეშ ყოფნაა. შიშის, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს, თუ საქართველო გააგრძელებს საკუთარი ევროპული მომავლისკენ სწრაფვას. შესაძლოა, რუსეთის დამშვიდების პოლიტიკის სანაცვლოდ, ჩვენ ვხედავთ პირდაპირი ფრენების აღდგენას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, კრემლის მხრიდან ვხედავთ მოხიბვლის პოლიტიკას, იმისთვის, რომ დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზება და შეეცადოს ჩამოაშოროს ის დასავლელ პარტნიორებს.

საქართველოს ისტორია რუსეთთან აღსავსეა შეუსრულებელი დაპირებებით და დამცირებით. ეს მოგონებები ალბათ საკმარისია, რომ განაწყოს ქართველები კრემლის ამ ბოლო მცდელობის წინააღმდეგ, რომ კვლავ შეიყვანოს საქართველო რუსეთის ჩრდილში”.

თქვა საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა. “ფორმულას” თარგმანი.

წინა სტატიადაახლოებით 201 100 ჯარისკაცი, 3 773 ტანკი – რუსეთის დანაკარგი უკრაინაში
შემდეგი სტატიავიზის მიღების პროცესი გამჭვირვალეა, ყოველ წელს ათასობით ქართველი მიდის აშშ-ში – დეგნანის პასუხი კობახიძეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური