მთავარისიახლეებისაზოგადოებაპუტინი თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ ყოველთვის ითხოვს საფასურს, საკითხავია, რა იქნება ეს ქართველებისთვის...

პუტინი თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ ყოველთვის ითხოვს საფასურს, საკითხავია, რა იქნება ეს ქართველებისთვის – დეგნანი

Published on

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ჩნდება კითხვები, რატომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უვიზო მიმოსვლის შემოღების გადაწყვეტილება ახლა.

მისი თქმით, პუტინი მისი ნაბიჯების სანაცვლოდ ყოველთვის ითხოვს საფასურს და საკითხავია რა იქნება ეს საფასური ქართველებისთვის.

“ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომლის მოქალაქეებს აკავებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელიც მუდმივი წნეხის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან, უნდა იყოს ფრთხილად ისეთი მცდელობების მიმართ, როგორიც არის ეს ერთი შეხედვით დათმობები პუტინის მხრიდან. ჩნდება კითხვა, რატომ ახლა? რა არის ამ დათმობებისა და ურთიერთობების ნორმალიზების საფასური და რისი გადახდა მოუწევს საქართველოს იმის სანაცვლოდ, რომ გაუქმდეს სავიზო რეჟიმი, აღდგეს ავიამიმოსვლა. […]

ჩვენ ვიცით, რომ პუტინი თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ ყოველთვის ითხოვს საფასურს და საკითხავია, რა იქნება ეს საფასური ქართველებისთვის. ალბათ ჩვენ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა გამოვიტანოთ დასკვნები და ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, თუ რისი მიღწევა სურს მას”, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, 15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ასევე, 10 მაისს გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.

15 მაისს საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია Azimuth Airline-ს მისცა. სამოქალაქო ავიაციაში ამბობენ, რომ ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში, თუმცა ის სანქცირებულია უკრაინის მიერ. კომპანია კვირაში 7 რეისს შეასრულებს. ფრენებზე ნებართვა მიიღო “ჯორჯია ეარვეისმაც”.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...