მთავარისიახლეებისაზოგადოებადეგნანისგან ველოდებოდი სინანულს - კობახიძე

დეგნანისგან ველოდებოდი სინანულს – კობახიძე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამერიკის ელჩისგან სინანულის, გულის ტკივილის გამოხატვას ელოდა და ფიქრობდა, რომ ის მოიკითხავდა საკონსულოში სავიზო პოლიტიკის საკითხს.

ჟურნალისტებს მან არ დაუკონკრეტა, მისი აზრით, ვის “დასჯას” ცდილობს ანსამბლ “მართვეს” აშშ-ში ვერ წასვლით ამერიკა. კობახიძის თქმით, იმედი აქვს, რომ ახალი ელჩი დაინტერესდება უფრო მეტად და საკონსულოს მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება გაუმჯობესდება.

“ველოდებოდი, რომ მოიკითხავდა საკონსულოში რატომ მოხდა, როგორ მოხდა, სინანული, გულის ტკივილი ამასთან დაკავშირებით, თუმცა ნუ არ ვიცი კონკრეტული ტელევიზიის მიმართ ბრალდებაც გაისმა ამის შესახებ. ტექნიკური ვერ იქნება რა თქმა უნდა მიზეზი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ სამ თვეში როცა არის დაგეგმილი გასტროლები ნებისმიერ საკონსულოს შეუძლია ვიზების მოგვარება, მაგალითად, ვიღაცების წაყვანა რომ უნდათ ხოლმე სწრაფად, ორ დღეშიც კეთდება ხოლმე ვიზები, მარტივი მოცემულობაა, ნებისმიერ საკონსულოში.

მე ველოდებოდი სინანულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო ამ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხაროა”, – თქვა კობახიძემ.

“ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებს 37% უკმაყოფილებენ განაცხადებს, მეზოებლი ქვეყნების მოქალაქეებს კი 63-88%-ით.

კობახიძემ 16 მაისს “საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანსამბლი “მართვე” მიდიოდა აშშ-ში, საელჩომ მოითხოვა, რომ წევრებს სათითაოდ შეეტანათ განაცხადი, ვადები კი ნოემბრის ჩათვლით დაასახელა. კობახიძემ თქვა, რომ გასტროლები ზაფხულში უნდა ყოფილიყო და საელჩოს გამო 50 ბავშვი საქართველოში დარჩა.

ამ განცხადებას დღეს უპასუხა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა:

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...