მთავარისიახლეები"თან მიმაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი" - 4 წლიანი მუშაობის...

“თან მიმაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი” – 4 წლიანი მუშაობის შემდეგ, კასიანოვი საქართველოს ტოვებს

Published on

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს. ის სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ქართველ ხალხს მადლობას უხდის იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, მეგობარ ქვეყანას გაუწიეს.

კასიანოვი სოციალურ ქსელში საქართველოში, სხვადასხვა დროსა და ადგილას გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

“ძმურ და სტუმართმოყვარე საქართველოში დრო უაღრესად სწრაფად მიფრინავს და ძნელი წარმოსადგენია, რომ პირველად თბილი და მეგობრული ბათუმის სანაპიროზე ფეხი 4 წლის წინ დავდგი.

მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ვცდილობდი მაქსიმალური ძალისხმევა გამეწია უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარებისთვის.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა სასტიკმა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი ხალხების მეგობრობა და კიდევ უფრო გაგვაერთიანა საერთო მტრისა და ოკუპანტის – ფაშისტური რუსეთის წინააღმდეგ.

მთელი ცხოვრება მემახსოვრება მამაცური და სულიერი იმპულსი, გამარჯვება და სიმამაცე ქართველი მოხალისეების, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ხოლო ათიათასობით უკრაინელის მეხსიერებაში, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები რუსი ოკუპანტების ზეწოლის ქვეშ, სამუდამოდ დარჩება ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომლებმაც მათ მისცეს თავშესაფარი, უზიარებდნენ ყველაფერს, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის განათლების ღირსეული პირობები უზრუნველეყოთ.

იმ უკრაინელებთან, რომლებიც დარჩნენ უკრაინის მშვიდობიან ნაწილში და იარაღით ხელში აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ, ქართული გულების სითბო და ქართული სულის სინათლემ მიაღწია თქვენს მიერ გაგზავნილი ასობით ელექტრო გენერატორის და ტონობით ჰუმანიტარული ტვირთის წყალობით.

უკრაინაში დაბრუნებისას ჩემს ოჯახს თან მიაქვს მოძმე საქართველოს სითბოსა და სიკეთის ნაწილი, ისევე როგორც აქ, საქართველოში, ჩვენს მრავალრიცხოვან მეგობრებს შორის, დარჩება ჩვენი უკრაინელი ოჯახის, უკრაინელი ხალხის ადათ-წესების და ტრადიციების ნაწილი.

საქართველოდან წასვლის წინ, მინდა ყველას გისურვოთ მშვიდობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატებები, ბედნიერება და კეთილდღეობა!

მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია აქვთ, არამედ საერთო ნათელი მომავალი ევროპული ხალხების ერთიან, მეგობრულ ოჯახში. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი უახლოესი მომავლის საკითხია.” წერს ანდრეი კასიანოვი.

სიახლეები

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...