მთავარისიახლეები"არასოდეს თქვა არასოდეს" - ბლინკენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას არ გამორიცხავს

“არასოდეს თქვა არასოდეს” – ბლინკენი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას არ გამორიცხავს

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა არ გამორიცხა, რომ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ. ამის შესახებ მან აშშ-ს სენატის საბიუჯეტო კომიტეტში ჩინეთისადმი მიძღვნილ მოსმენაზე განაცხადა.

ბლინკენის განცხადება რესპუბლიკელ სენატორთან, ლინდსი გრემთან დისკუსიის დროს გაკეთდა, რომელიც დაჟინებით მოითხოვს რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოცხადდეს. მან ბლინკენს უთხრა რომ 100-მა ამერიკელმა სენატორმა მიმართა ადმინისტრაციას ამის თაობაზე, თუმცა თვეების შემდეგ შედეგი არ აქვთ.

“თვეები გავიდა და არაფერი მომხდარა. ბატონო სახელმწიფო მდივანო, ძალიან მომწონხართ, მაგრამ რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არასოდეს გამოაცხადებთ? – ჰკითხა გრემმა ბლინკენს.

ამაზე სახელმწიფო მდივანმა მოკლედ უპასუხა: “არასოდეს თქვა არასოდეს”.

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...