მთავარისიახლეებისაქართველოს ომში ჩართვაზე კონსპირაციულ გზავნილებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარწმუნოდ მიიჩნევს - CRRC

საქართველოს ომში ჩართვაზე კონსპირაციულ გზავნილებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარწმუნოდ მიიჩნევს – CRRC

Published on

CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ომში ჩართვის შესახებ კონსპირაციულ გზავნილებს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი სარწმუნოდ მიიჩნევს.

კვლევაში კითხვებზე პასუხები ასე გადანაწილდა:

გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: დასავლეთი ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში [უკრაინაში, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში]
7% საერთოდ არ ვეთანხმები; 31% არ ვეთანხმები; 16% ნეიტრალური ვარ; 25% ვეთანხმები; 4% სრულად ვეთანხმები; 19% არ ვიცი/უარი პასუხზე.

გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: უკრაინის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ჩართვას ომში [უკრაინაში, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში]
5% საერთოდ არ ვეთანხმები; 24% არ ვეთანხმები; 14% ნეიტრალური ვარ; 33% ვეთანხმები; 7% სრულად ვეთანხმები; 17% არ ვიცი/უარი პასუხზე.

გთხოვთ, მითხრათ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: ქართული ოპოზიცია ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში [უკრაინაში, პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში]
6% საერთოდ არ ვეთანხმები; 29% არ ვეთანხმები; 13% ნეიტრალური ვარ; 28% ვეთანხმები; 6% სრულად ვეთანხმები; 18% არ ვიცი/უარი პასუხზე.

ასალა მომზადებულია “USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში. გამოკითხვა Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა CRRC საქართველომ. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით. კვლევაში გამოთქმული შეხედულებები შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

CRRC საქართველომ ჩაატარა 2,757 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 25%) გამოკითხვა განხორციელდა 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლ ობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთ ვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა ცდომილების საშუალო ზღვარი: +-2.4% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით) 10-14 მარტს, CRRC -მ ჩაატარა დამატებით 1.048 სატელეფონო ინტერვიუ (CATI), მცირე კვლევის ფარგლებში, საშ უალო ცდომილებით +-2.6%

სიახლეები

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...

ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ...