საქართველოში ევროპის დღე აღინიშნება

0
203

თბილისში ევროპული დღეები აღინიშნება. დედაქალაქში დილიდან მასშტაბური ღონისძიებები იმართება. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მოქალაქეებს ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცეებში ელოდებიან. პავილიონები უკვე მოწყობილია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, თავიანთი ქვეყნის კულტურას გააცნობენ ადგილზე შეკრებილ ადამიანებს.

ასევე ადგილზე მისული ადამიანები უფრო მეტს გაიგებენ იმ 30 წლიან ურთიერთობაზე, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს.

ადგილზე უკვე არიან მედიის წარმომადგენლები, დიპლომატები, უნიოვერსიტეტები და სტუდენტები.

წინა სტატიაPayBox-მა ტერმინალებში რეგიონული ღილაკი დაამატა
შემდეგი სტატიაევროპის ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია საქართველო- ევროკავშირის ელჩი საქართველოში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური