გრიგოლ ლილუაშვილი ჰყავდათ გერმანიაში დაბარებული და აუწიეს ყური – ხაბეიშვილი ქოლ-ცენტრებზე

0
229

“ტყუილს აქვს მოკლე ფეხები, ჩვენ ვიცით რომ მაგალითად, ორი თვის უკან კობახიძე და მდინარაძე , “რუსული ოცნების” მთავარი სპიკერები ამბობდნენ, რომ არანაირი ქოლ-ცენტრი საქართველოში არ არისო და ამასობაში აღმოჩნდა, რომ ორი კვირის წინ “ანტიკორუფციული მოძრაობა” მივიდა და ნამდვილად ყოფილა, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს და ახლა ამბობენ, რომ ქოლ-ცენტრი დაკეტეს, ოღონდ უნდათ, რომ კონკრეტული სახელი და გვარები ოპოზიციას დაუკავშირონ. საზოგადოებას, ასეთი მარტივი ტყუილებით ვეღარ მოატყუებენ. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ვინმეს აქვს
ქოლ-ცენტრი და თუ ვინმე მფარველობს, ეს არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ჯუანშერ ბურჭულაძე , ჭიკაიძე, მთელ ამ დაჯგუფებას დედაქალაქში აქვთ ქოლ-ცენტრები. დედაქალაქი აქციეს ტრანსნაციონალური დანაშაულის მექად. თუ ეს ასე არ არის , ოპოზიცია თავად ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას და გაურბიან, არ უნდათ. როგორ შეიძლება ჩვენ ვითხოვოთ გამოვიძიოთ, დავდოთ მტკიცებულებები, ისინი ამბობენ , არა არ გამოვიძიოთ. შესაბამისად, ეშინიათ გამოძიების. ცხადია, ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მხოლოდ მას აქვს ინტერესი, ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულში.

წარმოუდგენელი რამეა, თქვენ კარგად უნდა იცოდეთ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ჰყავდათ გერმანიაში დაბარებული და აუწიეს ყური. აბა კითხეთ გრიგოლ ლილუაშვილს გერმანიაში ყური აგიწიეს თუ არა ? იმიტომ, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის მექადაა დედაქალაქი გადაქცეული, ამიტომ სრული პასუხისმგებლობა ასეთ უმძიმეს დანაშაულზე ცხადია ეკისრება ხელისუფლებას.

გამორიცხულია სუს-ის , ივანიშვილის, მამაცაშვილის , ამ კრიმინალური დაჯგუფების გარეშე , რაიმე ასეთი ოფისი ჰქონდეთ. თქვენ გადაწყვიტეთ და თუ მოაწყობთ ამ ოფისს, მერე დამიკავშირდით.“

განაცხადა “ენმ”-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან.

წინა სტატიათავიანთ ქვეყნებში რაც უნდათ ის კანონები მიიღონ, ჩვენ როგორც ვართ დაგვაცადონ – მეუფე იაკობი ევროპაზე
შემდეგი სტატიაზელენსკი რადას სთავაზობს 8 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღე, 9 მაისს კი ევროპის დღე აღინიშნოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური