ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის მკვლელობის საქმეში მონაწილეობს – გიორგი ჩალაძე

0
329

ზურაბ ჩხაიძე გადაქცეულია ჭორიკანა პოლიტიკურ სპიკერად – ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის სტაბის ხელმძღვანელი “ვივა-მედის” კლინიკური დირექტორის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მესამე პრეზუიდენტს გონება არ დაუკარგავს და არც რკინის მაგიდისთვის ჩამოურტყამს თავი.

გიორგი ჩალაძის თქმით, გონების კარგვის ეპიზოდი რეგულარული ხასიათისაა.

“გუშინდელი გონების კარგვის ეპიზოდი არის უკვე რეგულარული ხასიათის. ეს არის ის, რაც დაწერილი იყო სახალხო დამცველის და სხვა ექსპერტების დასკვნებში, რომ ეს ესე მოხდებოდა.

ბატონ ზურას შეუძლია ოჯახში უთხრას, რომ ის მონაწილეობს, საჯაროდ შეგვიძლია ვთქვათ, ის მონაწილეობს ბატონი პრეზიდენტის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის საქმეში. ეს არის ჭორიკანად გადაქცეული პოლიტიკური სპიკერი, სამწუხაროდ დამწყებია და არ აქვს გამოცდილება არ იცის, როგორ დაიმკვიდროს პოლიტიკაში თავი და აი ამას აკეთებს” – გიორგი ჩალაძე.

წინა სტატიაენმ-ის ყიფილი თავმჯდომარე ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაშიდაპარტიული არჩევნები 20 მაისამდე უნდა დასრულდეს – ხაბეიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური