საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას – იოსელიანი კასიანოვს შეხვდა

0
196

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ანდრიი კასიანოვს შეხვდა.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

კასიანოვმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

წინა სტატიაჩემ წინააღმდეგ ტერორიზმის საქმე აღძრეს, დამატებით 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება – ნავალნი
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში ორი რუსი ტურისტი გაიტაცეს და გამოსასყიდი მოითხოვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური