მთავარიUncategorizedმარტოს რომ მომიწიოს აქ ჯდომა, ვიჯდები, სანამ მედიკამენტს არ მივიღებ - კანცელარიასთან...

მარტოს რომ მომიწიოს აქ ჯდომა, ვიჯდები, სანამ მედიკამენტს არ მივიღებ – კანცელარიასთან დედებმა კიდევ ერთი ღამე გაათენეს

Published on

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მერვე ღამე გაათენეს. ისინი საჭირო მედიკამენტის შეძენასა და დაფინანსებას კვლავ უშედეგოდ ითხოვენ.

დედები ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

“უკვე საუბარიც მიჭირს, როგორ შეიძლება რვა დღის განმავლობაში უყურო ქუჩაში დაწოლილ დედას და არ გქონდეს ამაზე არანაირი თანაგრძნობა. თუმცა აცხადებს რომ აქვს ბატონ პრემიერს თანაგრძნობა, მაგრამ არ აკეთებს ქმედითს არაფერს და პირიქით, ჩვენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. ჩვენ არ გვინდა არავისთან ომი, ჩვენ დედები ვართ, ჩვენ ვერაფერი ვერ გაგვაჩერებს, ჩვენთვის არ არსებობს დაბრკოლება. […] მარტო დედას რომ მომიწიოს აი აქ ჯდომა, ვიჯდები, სანამ მედიკამენტს არ მივიღებ”, – ამბობს ქეთი ბეგიაშვილი.

დედები ამბობენ, რომ პრეზიდენტმა გუშინ მათთან შეხვედრაზე თქვა, რომ მშობლებს დაეხმარება, რათა წამალი სწრაფად შემოვიდეს ქვეყანაში.

“იმედია პრეზიდენტი, როგორც დედა ისე შეასრულებს ამ პირობას”, – ამბობს კიდევ ერთი მშობელი.

დღეს, 19 საათზე აქონდროპლაზიის წამლის შემოტანის მოთხოვნით აქცია ისევ გაიმართება

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...