მთავარიUncategorizedსუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო - საგარეო

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო – საგარეო

Published on

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. მათ უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი.

“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეები გუშინ უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილები ხათუმში, სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთში და ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება”, – თქვა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ცნობისთვის, სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქეა დარჩენილი. ისინი ძირითადად ორი ავიაკომპანიის – “მაი ვეისა” და “ჯეო სქაის” თანამშრომლები არიან.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი მხარდაჭერის ძალების” მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...