მთავარიUncategorizedსკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრს პარლამენტში ვიბარებთ - წითლიძე

სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრს პარლამენტში ვიბარებთ – წითლიძე

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ანა წითლიძის თქმით, ფრაქცია პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს დაიბარებს. დეპუტატებს გიორგი ამილახვართან კითხვები სკოლებში უფასო კვების დანერგვასთან დაკავშირებით აქვთ.

გარდა ამისა, როგორც წითლიძემ აღნიშნა, ენმ-მ მოამზადა ანგარიში, რომელშიც საჯარო სკოლებში უფასო კვების დანერგვასთან დაკავშირებით პროგრამა არის გაწერილი. დეპუტატებს სურთ მინისტრს პარლამენტში აღნიშნული ანგარიში წარუდგინონ.

“ეს ანგარიში გაწერილი პროგრამაა და ეხება უფასო კვების დანერგვას საჯარო სკოლებში. ამავე თემასთან დაკავშირებით ჩვენ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დავიბარებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. თქვენ იცით, რომ წლებია განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობს, თუმცა ჩვენ არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გვნახავს, რა ქნა ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ. ჩვენ, გარდა იმისა, რომ კითხვები გვექნება ინტერპელაციის წესით დაბარებულ მინისტრთან, ასევე წარვუდგენთ და გადავცემთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ანგარიშს და პროგრამას, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში, რა დაუჯდება ეს საქართველოს ბიუჯეტს, როგორ უნდა მოახერხოს სახელმწიფომ მისი ადმინისტრირება”, – თქვა ანა წითლიძემ.

სიახლეები

სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 1000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის სასამართლომ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი ადმინისტრაცულ სამართალდამრღვევად ცნო და სტიკერის გაკვრის გამო, 1000...

საჯრო მოსამსახურეთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი- განცხადებას ავრცელებს

ჩვენ, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი”, არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის...

ევროპარლამენტი “ოცნებას” მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მათე დევიძე და ოპოზიციის ლიდერები

ევროპარლამენტი გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისთვის ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთას...

ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით – კობახიძე

ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს, - ამის შესახებ ირაკლი...