მთავარიUncategorizedჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა - ბორელი

ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა – ბორელი

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და დღევანდელი მინისტერიალი კარგი ადგილია მასზე სასაუბროდ.

ბორელის თქმით, მათ ახსოვთ, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სპეციფიკური გამოწვევები აქვს, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.

“ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვახსოვს, რომ მას აქვს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს შესახებ სასაუბროდ,” – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. შეხვედრაზე მინისტრები მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებენ, მათ შორის საქართველოზეც. შეხვედრას დაესწრება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...