ამერიკის საელჩო საქართველოში ქართველებს დედა ენის დღეს ულოცავს და წერს, რომ 45 წლის წინ ამ დღეს, არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს ვატარებთ, ვერავინ წაგვართმევს.
საელჩო გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა ტომას-გრინფილდის ვეფხისტყაოსნის ხელნაწერთან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
“გაეროში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა.”
45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ.
გილოცავთ დედაენის დღეს!” – წერს ამერიკის საელჩო საქართველოში