მთავარიUncategorizedსწორად მოვიქეცით, რომ ენმ-ს აქციას არ შევუერთდით - ბადრი ჯაფარიძე

სწორად მოვიქეცით, რომ ენმ-ს აქციას არ შევუერთდით – ბადრი ჯაფარიძე

Published on

პარტია “ლელო”-ს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებების თვითმარქვია ოპოზიციასთან დაკავშირებით მათ პარტიას არ ეხება. ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ “ლელომ” სწორი გადაწყვეტიელბა მიიღო, როდესაც ენმ-ს მიერ დაორგანიზებულ აქციას არ შეუერთდა და ამ გადაწყვეტილების სისწორე გუშინდელმა აქციამაც ცხადყო.

არანაირად არ იქნებოდა ეს ჩვენს მიერ აღქმული, რომ ეს იყო ჩვენს აღსაწერად გამოყენებული ეს ტერმინოლოგია, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა ჰკითხოთ თვითონ ლევან ხაბეიშვილს, ვის გულისხმობდა და ვფიქრობ, რომ გუშინდელმა აქციამ აჩვენა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი, იმიტომ, რომ აქციები ცალმხრივად არ უნდა დაანონსდეს და ის აქციები, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მართლაც უპრეცედენტო მობილიზაციით ჩაატარა 7-8-9 მარტს, ეს იყო სწორედ თვალსაჩინო მაგალითი ერთობის, როდესაც ყველანი ჩვენ წინა აღვუდექით რუსული კნაონის წინაშე. ჩვენ ვართ ასეთი აქციები მხარდამჭერი, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

სიახლეები

მოსამართლემ ბაია მარგიშვილი 14 დღით პატიმრობაში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტს ბაია მარგიშვილს სასამართლომ 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვაიდ ცეკვავამ...

ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით – ყაველაშვილი კრიტიკულ მედიას ემუქრება

"ან გვაღიარებთ, ან განიდევნებით" - უთხრა დღეს თელავში ჩასულმა "ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ჟურნალისტს,...

მზია ამაღლობელმა თავისუფალი მედიის ჯილდო მიიღო

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავისუფალი მედიის პრემიით დააჯილდოვეს ნორვეგიულმა და გერმანულმა ორგანიზაციებმა –...

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, - ამის...