მთავარიUncategorizedპრეზიდენტმა ნანა მალაშხია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ნანა მალაშხია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 7 მარტის მინაწილე ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას მალაშხიამ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

“მინდა მადლობა ვუთხრა აქციის თითოეულ მონაწილეს, რომელიც გამოვიდა რუსული კანონის წინააღმდეგ და დაიცვა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ დღეს დგახართ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და კარგად გესმით ჩვენი ხალხის დაკვეთა გახდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იმ ევროპული ოჯახისა, სადაც არსებობს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო. თავისუფალი პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოსგან, სადაც სრულად დაცულია მედიის თავისუფლება, ქალთა უფლებები, უმცირესობის უფლებები. უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად, რასაც ქვეყნის უსაფრთხოება კეთილდღეობა ჰქვია. მინდა მადლობა გითხრათ იმ განცხადებებისთვის, რომელსაც თქვენ აჟღერებთ უკრაინის მიმართ და ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქალაქეების ურყევ მხარდაჭერასთან და სოლიდარობასთან უკრაინასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თქვენ გამოიყენებთ თქვენს ყველა რესურსს და ბერკეტს ქვეყნისთვის ამ ურთულეს მომენტში. გამოიყენებთ თქვენს ბერკეტებს და ჩვენ ერთ დღეს, აუცილებლად გავხდებით NATO-სა და ევროკავშირის წევრი, მე ამის მჯერა. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად გახდება NATO-სა და ევროკავშირის წევრი”, – თქვა ნანა მალაშხიამ.

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...