მთავარისიახლეებისაზოგადოებავოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა

ვოლოდიმირ ზელენსკი – ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა

Published on

ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ჩვენი უკრაინული ყირიმის ოკუპაციით, სწორედ ყირიმში უკრაინული და ყირიმულ თათრული თავისუფლების, ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ რეპრესიებით დაიწყო რუსეთის მცდელობა, მონობაში ჩააყენოს უკრაინა და ცივილიზებული ევროპის სხვა ერები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლა ყირიმში რუსული დროშის ქვეშ ბოროტება ბატონობს – „მიმდინარეობს დამცირებები, რეპრესიები, მკვლელობები და ომი“.

„მაგრამ იქ, სადაც ბოროტების გზა დაიწყო, დარწმუნებული ვარ სწორედ იქ გველის ამ ბოროტებაზე გამარჯვება. ყირიმის დეოკუპაცია უალტერნატივოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც. დარწმუნებული ვარ ამაში. მსოფლიოში წესრიგისთვის, რომელიც გაეროს კონვენციებსა და ქარტიას ეყრდნობა, და არა მკვლელების, მოძალადეების, მძარცველების კრიმინალურ ჩვევებს, რომელთა გავრცელებასაც რუსეთი ცდილობს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...