ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

0
197

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა. RMF24-ს პოლონეთის პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობის მრჩეველმა ოთხშაბათს განუცხადა, რომ მან საზღვარი უკვე გადაკვეთა.

ის დღეს ვარშავაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ანდჟეი დუდას შეხვდება. პრეზიდენტთან ერთად პოლონეთში იმყოფება უკრაინის პირველი ლედიც.

პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ანდჟეი დუდასა და მისი მეუღლის მიერ სტუმრების ოფიციალური მისალმების შემდეგ, ლიდერები მოლაპარაკებებს პრეზიდენტის სასახლეში გამართავენ, რის შემდეგაც დელეგაციების შეხვედრა გაიმართება.

პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.

ზელენსკი ბოლოს პოლონელ კოლეგას 2022 წლის დეკემბერში შეხვდა შეერთებულ შტატებში ვიზიტის შემდეგ.

წინა სტატია2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეკორდული რაოდენობის, 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
შემდეგი სტატიაForbes-მა მილიარდერების სია განაახლა – ივანიშვილის ქონება გაიზარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური